იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა
ორი ვაკანტური ადგილი და ოთხი კანდიდატი - შეძლებენ თუ არა პოლიტიკური ძალები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებზე შეთანხმებას, ჯერ ისევ უცნობია. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“. მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ სწორედ ოპოზიციის ხელშია, მოახერხებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. შეგახსნებთ, მომდევნო კვირას ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კენჭს უყრიან ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატებს: რუსუდან კვინიკაძეს; გოგა კიკილაშვილს; ლევან ნემსაძეს და ნინო ნიშნიანიძეს. თითოეულის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
