პრემიერი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე
კატარში დღეს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი იხსნება, რომელშიც საქართველოს პრემიერ მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში უკვე გაემგზავრა. მაღალი დონის ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის დისკუსიაზე პრემიერი სიტყვით გამოვა. დღეს და ხვალ დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. დელეგაციის შემადგენლობაში არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. ეკონომიკური ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და ბლუმბერგის ორგანიზებით იმართება.
