ვითარება უკრაინაში, რუსული აგრესია, სანქციების მე-11 პაკეტი და ახალი სამხედრო დახმარება კიევს
ვითარება უკრაინაში, რუსული აგრესია, სანქციების მე-11 პაკეტი და ახალი სამხედრო დახმარება კიევს. ეს იმ ძირითადი თემების მცირე ჩამონათვალია, რაზეც ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მსჯელობენ. უნგრეთი ახალ ინიციატივებს კვლავ არ იზიარებს, თუმცა შეხვედრის თავმჯდომარე, ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა, სწორედ დისკუსიით იქნება შესაძლებელი.
