თურქეთში პრეზიდენტობის კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს
თურქეთში პრეზიდენტობის კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს. თურქული მედიის ცნობით, პოლიტიკოსი, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმების 5,2%-ი მოაგროვა, 5-პუნქტიან პროტოკოლს მოაწერს ხელს.
