იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა
იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ასევე გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი. პროექტში „იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა.
