წყალდიდობა იტალიაში - 14 დაღუპული
იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი 36 ათასამდე ადამიანი. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ყველაზე მეტად ემილია, რომანიის რეგიონი დაზარალდა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი ასობით ათასი ოჯახი.
