ისრაელში პროტესტი გრძელდება
ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. პრემიერის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა თელ-ავივში ასობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა ბენიამინ ნეთანია ჰუ სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. მათი თქმით, ნეთანია ჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. რეფორმა საშუალებას მისცემს მთავრობას, უგულებელყოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
