ვინ აკონტროლებს ბახმუტს
ოკუპანტები ბახმუტზე კონტროლის დამყარებას ზეიმობენ. ქალაქის სრულად აღების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურმა გაავრცელა. მან ისიც განაცხადა, რომ 25 მაისიდან „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტიდან დასვენებისა და შემდგომი გადამზადების მიზნით გავლენ და ქალაქზე კონტროლს არმიის შენაერთები გადაიბარებენ. „ვაგნერს“ ბახმუტის აღება უკვე მიულოცა კრემლის ლიდერმა.
