მზადება 26 მაისისთვის
26 მაისის აღსანიშნავად, ქვეყნის მასშტაბით უკვე აქტიურად დაიწყო სამზადისი. როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო სცენა. თავისუფლების მოედანზე, ტრადიციულად წვევამდელები დადებენ ფიცს. დედაქალაქის პარალელურად, წელს პირველად, ფიცის დადების ცერემონია გაიმართება კიდევ 10 ქალაქში. დაგეგმილია გასართობი, სპორტული და შემეცნებითი ღონოსძიებები, რომელიც 11 საათიდან დაიწყება, საღამოს კი გალაკონცერტით დასრულდება.
