დაკავება ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ბრალდებულმა ისინი მოტყუებით წაიყვანა ქალაქ ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
