დავითაშვილის გოლი და საგოლე პასი
საფრანგეთის ლიგა ორის 36-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ ლავალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი და საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს ნაკრების წევრმა 32-ე წუთზე ეფექტური გოლით ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 49-ე წუთზე ზურიკომ თანაგუნდელს საგოლე პასიც გაუკეთა. დავითაშვილი 86-ე წუთზე შეცვალეს. მას ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 5 გოლი დაუგროვდა, ორჯერ კი საგოლე პასი შეასრულა. ბორდომ 69 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი შეინარჩუნა, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ ორი ტური რჩება.
