მიქაუტაძის მორიგი გოლი ლიგა 2-ში
ფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გენგამთან ფრედ ერთით ერთი ითამაშა. ანგარიში 21-ე წუთზე მიქაუტაძემ გახსნა. გიორგის ლიგა 2-ის 35 შეხვედრაში 23 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარ, ალექსანდრ მენდის 5 გოლით უსწრებს. მეცს 66 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მეორეზე პოზიციაზე მყოფ ზურიკო დავითაშვილის ბორდოს, კი სამი ქულით ჩამორჩება.
