კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში, კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურს დამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ სიტყვით მიმართეს, სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებული კარიერა უსურვეს.
