შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა შიდსით გარდაცვლილთა საერთაშრისო დღე აქცია, პერფორმანსით და პრესკონფერენციით აღნიშნეს. შიდსის ცენტრის მედიკოსებმა ტრადიციულად გარდაცვლილი პაციენტების ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს და ჰაერში ბუშტები გაუშვეს. ღონისძიებას მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.
