რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარება
რუსთავის ეკოლოგიური მდგომარობის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის განვითარების საგენტოსთან ერთად, რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს. დოკუმენტი, რომელიც ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით იქმნება, რუსთავის მოსახლეობის ჩართულობით უნდა შემუშავდეს და ის, რუსთავის მერიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მოქალაქეთა ასამბლეის“ მთავარი განსახილველი თემაცაა.
