წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა
წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს გრანტითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რასაც, ჯამში, 12 მილიონი ლარი მოხმარდა. იმერეთში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მშენებლობის პროექტებიც. სულ, ხორციელდება მილიარდ ლარზე მეტის 20-მდე პროექტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 90 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით.
