აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება კიევს
ჯოზეფ ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. 375 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი საარტილერიო ჭურვებს, ჯავშან ტექნიკასა და ტანკ საწინააღმდეგო იარაღს მოიცავს. თეთრი სახლისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ბაიდენმა უკრაინა რუსეთს შორის მოლაპარაკებების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენინტეტზე მოლაპარაკება შეუძლებელია.
