ზელენსკი: ბახმუტი უკრაინელების გულში რჩება
ბახმუტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა საერთაშორისო მედია დააბნია. პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს, რჩება თუ არა ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშ და შეესაბამება თუ არა სიმართლეს რუსული მხარის განცხადება ქალაქის აღების შესახებ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასე არ ფიქრობს და რომ ბახმუტი უკრაინელების გულში რჩება. პრეზიდენტის ამ კომენტარის შემდეგ წამყვანმა მედია საშუალებებმა დაწერეს, რომ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა დაადასტურა, მისმა პრესსპიკერმა, კი განმარტა, რომ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა უარყო და მხოლოდ ის იგულისხმა, რომ ქალაქი რუსეთის აგრესიის შედეგად მიწასთან არის გასწორებული. ბახმუტზე კონტროლის სრულად დაკარგვას არც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ.
