სახალხო დამცველის ვიზიტი სტრასბურგში
ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. სახალხო დამცველი შეხვედრების დროს, ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ასევე განიხილავს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.
