ნანი ჩიქვინიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს
მარჯანიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა. მაყურებელმა ლევან წულაძის სპექტაკლის „თეატრის მსახურის“ პრემიერა იხილა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრის წინ ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობის, ნანი ჩიქვინიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
