თანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის მთავარი მიზანია სააგენტოს ხელმძღვანელობით თუ მონაწილეობით განსახორციელებელ სხვადასხვა პროგრამაში, პროექტსა და ღონისძიებაში აკადემიის სტუდენტების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.
