ლავროვი სამიტის გადაწყვეტილებებზე
„დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები მიმართულია რუსეთისა და ჩინეთის ორმაგი შეკავებისკენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მანამდე „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტზე სპეციალური კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტის ხელმომწერები გმობენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ყოვლის მომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ჩინეთს მოუწოდებენ, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს სამხედრო აგრესია.
