ზელენსკი იაპონიაში
ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებლად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერთან გამართა.
