ვინ აკონტროლებს ბახმუტს
უკრაინული მხარე ბახმუტზე კონტროლის დაკარგვას უარყოფს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ვითარება კრიტიკულია, თუმცა ქალაქში ბრძოლები გრძელდება და უკრაინელ მებრძოლებს ლიტაკის რაიონში დაცვა ამ დრომდე უკავიათ. მანამდე ბახმუტის სრულად აღების შესახებ ინფორმაცია რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურმა გაავრცელა. ევგენი პრიგოჟინმა ისიც განაცხადა, რომ 25 მაისიდან „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტიდან დასვენებისა და შემდგომი გადამზადების მიზნით გავლენ და ქალაქზე კონტროლს არმიის შენაერთები გადაიბარებენ. „ვაგნერს“ ბახმუტის აღება უკვე მიულოცა კრემლის ლიდერმა.
