სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქებზე
ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. მათი სამიზნე ხარკოვის, დნიპროსა და დონეცკის დასახლებული რაიონი გახდა. კუპიანსკში სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დონეცკში რუსულმა ძალებმა ქალაქი ტორეცკი დაბომბეს. დაშავდა 5 ადამიანი. მათ შორის 11 წლის ბავშვია. ნიკოპოლში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 სახლი დაზიანდა. დაშავებულია ერთი ადამიანი.
