სახალხო დამცველი ყვარელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
სახალხო დამცველი ყვარელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუცმენის აპარატი სწავლობს მომხდარს. აპარატის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ დაკავებულებს, მათ შორის ელენე ხოშტარიას, თუმცა როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
