ბინები დევნილი ოჯახებისთვის
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა გრძელდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 13 ათასი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს. დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ. „ქართული ოცნების“ მმართველობისას, 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით დაახლოებით 95 ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანი დაბინავდა
