რადიკალების ორმაგი სტანდარტი
რუსეთის მიერ ცალმხრივად მოქმედი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კომპანია ჯეორჯიან ეარვეისმა პირველი რეისი შეასრულა. ბორტზე 85 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც. ოპოზიციის ნაწილი კი მეორე დღეა ფრენების აღდგენას აპროტესტებს. მმართველი გუნდი ოპონენეტებს კითხვას უკან უბრუნებს, რატომ მიესალმებოდა რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ტერიტორიული ოკუპაციიდან მალევე რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლას და რატომ შეცვალეს პოზიცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. პარალელურად განცხადება გაავრცელა ავიაკომპანიების გაერთიანებამ და პირობა დადო, რომ ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია ფრენებს ვერ განახორციელებს