ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა არმიამ 6 სარაკეტო, 62 საავიაციო და 65 საარტილერიო დარტყმა განახორციელა 5 მიმართულებით. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. ფრონტის ხაზის ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. რეგიონში შემქნილი ვითარების შესახებ დაზვერვის მონაცემებს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს და იუწყება, რომ რუსეთი დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის ბახმუტში, რათა ქალაქი საბოლოოდ დაიკავოს და ომში გარკვეული წარმატების შესახებ განაცხადოს
