შს მინისტრი პარლამენტში
ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით წარდგა. მინისტრმა 8 ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა, რომელიც სამართალდამცავების მიერ 7- 8 მარტს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული ძალის პროპორციულობას ეხებოდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ცინიზმია, როდესაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორები კითხვას სვამენ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით
