დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
ნიკა მელიამ წააგო თავმჯდომარის არჩევნები. რადიკალური დაპირისპირებაა კეზერაშვილ, მერაბიშვილ, ხაბეიშვილისა და მელიას ფრთას შორის. მელია, რომ აქამდე არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მის უთავმოყვარეობაზე მეტყველებს - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, კობახიძის შეფასებით, პარტია კიდევ მეტად დაიშლება
