ირაკლი კობახიძის განცხადება
ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, პატიმარი და საქართველოს არა მოქალაქე ვერ იქნება საარჩევნო სიაში წარმოდგენილი. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დაყენებას შეეხებოდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 20 პროცენტზე ქვემოთ არის ჩამოსული
