პროვოკაცია ყვარელში
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათ შორის, ვრცელდება ინფრომაცია, რომ დაკავებულია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია. სავარაუდოდ მან თელავში, სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. ინფრომაციას მის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ. რაც შეეხება ყვარელში სასტუმროსთან, განვითარებულ მოვლენებს სადაც აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან მიკრო ავტობუსი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა მიკრო ავტობუსს კვერცხები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა