ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სტივ კინი წარადგინეს
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სტივ კინი წარადგინეს. შოტლანდიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს გაეცნო და თავისი სამუშაო მეთოდების შესახებ ესაუბრა. კინის ხელმძღვანელობით „ტორპედო“ პირველ ვარჯიშს ორშაბათს გამართავს, ახალი მთავარი მწვრთნელის დებიუტი, კი 24 მაისს თბილისის „დინამოსთან“ საშინაო შეხვედრაზე შედგება
