საქსტატმა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის 18 მაისიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა მესტიისა), და გურიის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ლანჩხუთი) საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. პირველი ეტაპის სამუშაოები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები შინამეურნეობების სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს
