ბინები დევნილი ოჯახებისთვის
დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 13 ათას ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი ექნება. „ქართული ოცნების“ მმართველობისას დაახლოებით 95 ათასი ადამიანი დაბინავდა. საქართველოს მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ახლად დაწყებული მშენებლობის პროცესს გაეცნო. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ
