პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვებს უპასუხა
ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით წარდგა. მინისტრმა 8 ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა, რომელიც სამართალდამცავების მიერ 7-8 მარტს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული ძალის პროპორციულობას ეხებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან სპეკულაციების პასუხად კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა
