პროვოკაცია ყვარელში
სასტუმრო „ყვარელი რეზორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნულის შედეგად პოლიციამ ტერიტორიას 10-ზე მეტი ადამიანი განარიდა. იმყოფებიან თუ არა, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები საქართველოში - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში, ქორწილისთვის ემზადება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების მიხედვით, წვეულების გადახდა, „ყვარელი რეზორტში“ იგეგმება, თუმცა ის, რაც მედიაში გავრცელდა, უარყვეს თავად სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათ განაცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სიუჟეტის ავტორი: კახა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები