პარლამენტის სესიაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა
პარლამენტის სესიაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა. დადგენილების პროექტი კენჭისყრამდე, სესიაზე არასაკმარისი დამსწრეების რაოდენობის გამო ვერ გავიდა. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 54-მა წევრმა, კვორუმისთვის კი 76 ხმა იყო საჭირო.
