საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება თავად ევროკავშირის ინტერესშია - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება თავად ევროკავშირის ინტერესშია - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას . მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ არჩევანს და ევროინტეგრაციის კუთხით მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
