არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის შემცველი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.
