დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მინისტრთა კაბინეტის ორ წევრს მოუსმენენ
დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მინისტრთა კაბინეტის ორ წევრს მოუსმენენ. შინაგან საქმეთა მინისტრი რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. ვახტანგ გომელაურთან მათი კითხვაა, თუ რამდენად პროპორციული იყო მიმდინარე წლის 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, შესაბამისი წესის დაცვით გამოიყენეს თუ არა სპეციალური საშუალებები.
