თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა დაიწყო - პრემიერის კომენტარი
თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო. ჯამში, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი შენდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ.
