საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანს არჩევნების პირველ ტურში მიღწეული წარმატება და საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.
