17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე - მსვლელობა და სამადლობელი პარაკლისი
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა და მრევლმა ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა გამართეს, პროცესიის ბოლოს კი პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს გამოცხადდა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
