ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა რეიკიავიკის ისტორიულ სამიტზე
რეიკიავიკის ისტორიული სამიტი სრულდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს შესაძლებლობაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილებისთვის გამოიყენა. „მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება“- ირაკლი ღარიბაშვილმა ეს იმ დარბაზში თქვა, სადაც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერები იმყოფებოდნენ. სწორედ ევროკავშირის 27-მა წევრმა უნდა გადაწყვიტოს კანდიდატის სტატუსის ბედი, რომლისთვისაც საქართველო 12 რეკომენდაციას ასრულებს. მთავრობის მეთაურმა ევროპის გასაგონად კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყანა თანხმობას იმსახურებს, ირაკლი ღარიბაშვილს რეიკივიკში პარტნიორებთან შეხვედრებიც ჰქონდა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
