ოჯახის სიწმინდის დღე
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა და მრევლმა ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა გამართეს, პროცესიის ბოლოს კი პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.
