ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებს
ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. მათი თქმით, არსებობს საქართველოს აეროპორტების სანქცირების საფრთხეც.
