საფრანგეთის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საფრანგეთის სასამართლომ, კორუფციის საქმეზე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. კორუფციის ბრალდებით გასამართლებული ნიკოლა სარკოზი, სამწლიანი პატიმრობის განაჩენს ასაჩივრებდა. პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს ციხის ნაცვლად, სასჯელი შეუძლია სახლში, ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით მოიხადოს.
