ახალი დეპუტატები პარლამენტში
პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ჰყავს. გიორგი ხახუბიასა და სალომე ჯინჯოლავას უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირეს. გიორგი ხახუბია 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატია, სალომე ჯინჯოლავა კი საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა. ის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლეა.
